loader

26 წლის ლუკა ალიბეგაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

26 წლის ლუკა ალიბეგაშვილი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა


26 წლის ლუკა ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მწვა­ვე მი­ე­ლო­ი­დურ ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძო­და, გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუქ-გვერ­დი ავ­რცე­ლებს.

"26 წლის ასაკ­ში მძი­მე სე­ნის­გან გარ­და­იც­ვა­ლა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი ლუკა ალი­ბე­გაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და მწვა­ვე მი­ე­ლო­ი­დურ ლე­ი­კე­მი­ას და მის­გან გა­მოწ­ვე­ულ პრო­ცე­სებს.

ლუკა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბით და ამ ხვედრმა კი­დევ უფრო მე­ტად გა­მო­არ­ჩია. მან არა მხო­ლოდ ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, არა­მედ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა და უზარ­მა­ზა­რი სი­კე­თის სამ­ყა­რო შექ­მნა. ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი იზი­ა­რებს ამ დიდ ტკი­ვილს და ამ უმ­ძი­მეს დღე­ებ­ში თა­ნად­გო­მას უცხა­დებს მის ოჯახს, მე­გობ­რებს, ახ­ლობ­ლებ­სა და ყვე­ლა მის გულ­შე­მატ­კი­ვარს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.