loader

რა დაავადებაა თალასემია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტს აქვს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დაავადებაა თალასემია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის განცხადებით, ექსპრეზიდენტს აქვს?

ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ექი­მის, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის თქმით, ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და.

"მი­შას აქვს სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბა, თა­ლა­სე­მია. მე არას­დროს მით­ქვამს ეს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და დღეს მომ­ცა ამის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის უფ­ლე­ბა. ამ სის­ხლის და­ა­ვა­დე­ბის დროს არ შე­იძ­ლე­ბა შიმ­ში­ლი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. 2 დღის წინ სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ახლა უფრო რთუ­ლა­დაა საქ­მე. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმა­ში, რომ უფრო მძი­მედ და­დის, უჭირს ლა­პა­რა­კი და ასე შემ­დეგ", - გა­ნა­ცხა­და მან.

თა­ლა­სე­მია მემ­კვიდ­რე­ო­ბით ანე­მი­ა­თა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი ჯგუ­ფია. კლი­ნი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ბეტა და ალფა თა­ლა­სე­მი­ებს. ბეტა-თა­ლა­სე­მია გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ცილა გლო­ბი­ნის ბეტა-ჯაჭ­ვის სინ­თე­ზის დაქ­ვე­ი­თე­ბით ან არარ­სე­ბო­ბით, ხოლო ალფა-თა­ლა­სე­მია - ალფა-ჯაჭ­ვი­სა. თა­ლა­სე­მია ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გვხვდე­ბა, გა­ნურ­ჩევ­ლად რა­სი­სა. ბეტა-თა­ლა­სე­მი­ას ხმელ­თა­შუა ზღვის ანე­მი­ა­საც უწო­დე­ბენ, რად­გა­ნაც უპი­რა­ტე­სად ამ ზღვის აუ­ზის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, შუა აზი­ა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, ტა­ჯი­კეთ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა ალფა-თა­ლა­სე­მი­ას, ის ძი­რი­თა­დად ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გვხვდე­ბა.