loader

"ტყუპი ეპიდემია იქნება... ძალიან მძიმე პროგნოზები გვაქვს, იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით" - პაატა იმნაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ტყუპი ეპიდემია იქნება... ძალიან მძიმე პროგნოზები გვაქვს, იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით" - პაატა იმნაძე

"ტყუპი ეპიდემია იქნება... ძალიან მძიმე პროგნოზები გვაქვს, იქნება მძიმე ავადობა, ძალიან მძიმე შედეგებით" , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა, იგივე განმეორდეს, რაც აგვისტოში იყო.

"დელტა" ვარიანტი განსაკუთრებით გადამდ­ებია (უახლოვდება წითელას), ტალღებს შორის პერიოდი შემცირდა. იმის გამო, რომ ჩვენთან ვაქცინირებული ცოტაა,­ დაავადების შემთხვევების მატებას მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენი გათვლებით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იმუნურია, ანუ ან გადატანილი აქვს ვირუსი, ან აცრილია. შესაბამისად, ძალიან ბევრი - მოსახლეობის თითქმის ნახევარია ის, ვისაც შეიძლება "კოვიდი" დაემართოს. შესაბამისად, ისეთივე ძლიერი შეიძლება იყოს მეხუთე ტალღაც.

გრიპიც და "კოვიდიც" ერთად შეიძლება დაგემართოს. ქართულად რომ ვთქვათ, ტყუპად, ანუ ტყუპი ეპიდემია იქნება. შარშან, საბედნიეროდ, გრიპის ძალიან მსუბუქი სეზონი გვქონდა. წლევანდელი პროგნოზით, ასეთივე მშვიდ სეზონს არ ველოდებით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ერთად იქნება.

ძალიან მძიმე პროგნოზები გვაქვს. იქნება მძიმე ავადობა. სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შედეგებით.

მატება სერიოზული იქნება. სხვა ქვეყნების მაგალითებით ვიცით, რომ შემთხვევათა რაოდენობა კი იმატებს, მაგრამ გარდაცვალების მაჩვენებელი დაბალია, რადგან იქ მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია. ჩვენთან დაახლოებით იგივე შეიძლება განმეორდეს, რაც აგვისტოში იყო", - ამბობს პაატა იმნაძე.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ბმულზე.