loader

"ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, მაგრამ..." თათია შარანგია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, მაგრამ..." თათია შარანგია

ტე­ლე­წამ­ყვან თა­თია შა­რან­გი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენტზე წა­კი­თხუ­ლი მო­ნო­ლო­გის გამო გან­მარ­ტე­ბა მო­უ­წია.

"ჩემო უსაყვარლესო მაყურებლებო, ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს სტატუსი, მაგრამ მე თქვენთან კავშირი არასდროს გამიწყვიტავს და ეს ჩემი არჩევანი იყო, ვთვლიდი რომ ასე სჯობდა.  

ყველა ადამიანს გააჩნია თავისი სამოქალაქო პოზიცია თუ პოლიტიკური ხედვა, რა თქმა უნდა მეც… და ეს ამ ბოლო გადაცემაში ღიად გამოჩნდა. ალბათ არავის გქონდათ მოლოდინი რომ საკუთარ აზრს ან შეხედულებას მოკლებული ადამიანი ვიყავი ☺️ ამის მიუხედავად მე არასდროს გახვევთ თავს ჩემს აზრს ჩემს გადაცემაში და მთავარ მოვალეობად მიმაჩნია ჩემი სტუმრები გაგაცნოთ და გაგაცნოთ პოზიტიურ ჭრილში. მგონი 3 წლიან არქივს რომ გადახედოთ, ვერ იპოვით ვერცერთ სტუმარს რომელშიც ნათელი სხივი არ მიძებნია და ეს სხივი თქვენამდე არ მომიტანია. სწორედ ამიტომ მოგწონდათ და მოგწონთ ეს აგრესიისგან დაცლილი გადაცემა.

მადლობა იმ ადამიანებს ვინც პირველივე დღიდან სთორის მაყურებელია, ვინც შემოგვიერთდა და ვინც შემოგვიერთდება. ბევრნი ხართ და თითოეული მიყვარხართ! არ გაბრაზდეთ აგრესიულ ადამიანებზე.

სულ ვიქნები თქვენს გვერდით და პირადად გაგცემთ პასუხებს თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. კომუნიკაციის ეს გზა ჩემი არჩევანია." - წერს თათია შარანგია "სთორის" გვერდზე.