loader

"დედა მენატრება ყველაზე ძალიან, სულ ვტირი" - ამბავი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედა მენატრება ყველაზე ძალიან, სულ ვტირი" - ამბავი, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ

11 წლის ლუკა და 7 წლის ტყუპი დები ანა და მარია, დედ-მამის გარეშე იზრდებიან. მამა 8 წლის წინ ინსულტით გარდაეცვალათ, ობლად დარჩენილ პატარებს ორი თვის წინ დედაც ინსულტით გარდაეცვალათ. ახლა ბავშვებს კახეთში, სოფელ ოზაანში ბიძა და ბიცოლა ზრდიან, რომლებსაც ორი საკუთარი შვილი ჰყავთ. ანა და მარია მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ. დედა 3 მცირეწლოვანს დიდი გაჭირვებით ზრდიდა. ერთადერთი სახლი კახეთში, რომელშიც წლების გამავლობაში ცხოვრობდნენ, იძულებული გახდა, იპოთეკით დაეტვირთა. მარტოხელა დედამ სესხის გადახდა ვეღარ შეძლო და ცოტა ხნის წინ მათი ბინა ბანკმა გაყიდა. უდედმამოდ დარჩენილი ბავშვები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. ბავშვების ბიცოლა ამბობს, რომ ის ყველანაირად ცდილობს, პატარებს მზრუნველობა არ მოაკლოს, თუმცა ძილის წინ დედის გარეშე ძალიან განიცდიან, განსაკუთრებით, ტყუპი. ამბობს, რომ როცა დედა ძალიან ენატრებათ, სურათებს ეფერებიან. პატარებს ძალიან უყვართ კითხვა, განსაკუთრებით, ლუკას, რომელიც დღის განმავლობაში რამდენიმე საათი კითხულობს. ახლა პატარები კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილები, სჯერათ, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები, მათ ერთადერთ ოცნებას აუსრულებენ და მალე საკუთარი ჭერი ექნებათ. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბავშვების ბიძას და ბიცოლას:GE32TB7456945061600001 - გიორგი გარსენიშვილი (ბავშვების ბიძა) 591 81 76 86 - ნათია 595 85 90 84 გია