loader

"დამეხმარეთ... ხელი ჩასწიე, ღონე გერჩის თუ რა არის? ზედმეტი არ მოგივიდეს" - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დამეხმარეთ... ხელი ჩასწიე, ღონე გერჩის თუ რა არის? ზედმეტი არ მოგივიდეს" - დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში

ზუგდიდის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრებმა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ, ლეიბები საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაშალეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმით, წინა მოწვევის დეპუტატების მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დაწყებას და მის დაჩქარებული წესით მიღებას აპროტესტებენ.

ლეიბების საკრებულოს დარბაზში შეტანის უფლებას მათ დაცვის თანამშრომლები არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ და პარტიის სხვა წევრებმა ლეიბების დარბაზში შეტანა მაინც მოახერხეს.

„რადგანაც ჩვენ სხვა თემაზე ვართ გადასულნი, რომ გადავარჩინოთ ადამიანი, გადაწყვიტეს სასწრაფოდ დაამტკიცონ ბიუჯეტი. ეს ბიუჯეტი არის „ოცნების“ აქტივისტების, მათი სიდედრების, სიმამრების და იმ ადამიანების, ვისაც ცისფერ დროშაზე ეჭირა ხელი. უნდათ მიიღონ წინასწარ, სანამ ჩვენ უკვე არჩეული საკრებულოს წევრები შემოვალთ და მივცემთ ლეგიტიმაციას", - განაცხადა საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაია კალანდიამ.

საკრებულოს შენობაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში, 15 ნოემბერს შიმშილობა დაიწყო ოთხმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა და ერთმა ექიმმა. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.