loader

"მივმართავ ნიკა მელიას - ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალათიათასიან აქციას და ათასმეერთეჯერ აღარ დაშლი, ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან" - რა უპასუხა ნიკა მელიამ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მივმართავ ნიკა მელიას - ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალათიათასიან აქციას და ათასმეერთეჯერ აღარ დაშლი, ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან" - რა უპასუხა ნიკა მელიამ "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერს?

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სოციალურ ქსელში საჯაროდ მიმართავს და დაუყოვნებლივ მრავალრიცხოვანი აქციის შეკრებისკენ მოუწოდებს.

"მივმართავ ნიკა მელიას - ან სასწრაფოდ აგროვებ მრავალათიათასიან აქციას და ათასმეერთეჯერ აღარ დაშლი, ან გადადგები მაგ დაპრივატებული თანამდებობიდან! კმარა ბრძოლის იმიტაცია და 60-ათასიანი აქციების დაშლა! პირადად აგებ პასუხს, თუ პრეზიდენტი გარდაიცვლება! პირადად" - წერს მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ პოსტზე ნიკა მელიამ შემდეგი შინაარსის კომენტარი დატოვა:

"აქ პესიმიზმის ფრქვევას, მობრძანდით დღეს, 14:00 საათზე მეტრო "ავლაბართან". ბრძოლა არ შედგება 1 დიდი და 2 დიდი აქციისგან და ეს თუ არ გესმით - ძალიან სამწუხაროა. ამიტომ მობრძანდით... პირადად პასუხს ვინ აგებს ან არ აგებს - აი, ამაზე... რომ ფიქრობთ და ამისთვის რომ იცლით, ეს ცალკე ტრაგედიაა".