loader

"კი თუ არა? განმარტებას ვამბობ, ამას რატომ ვეკითხები" - რა კითხვები დაუსვა ნიკა გვარამიამ დემნა ჯაფარიძეს სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კი თუ არა? განმარტებას ვამბობ, ამას რატომ ვეკითხები" - რა კითხვები დაუსვა ნიკა გვარამიამ დემნა ჯაფარიძეს სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსთავის 2"-ის ყოფილი თანამშრომლების, გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძის დაკითხვა მიმდინარეობს.

ჯაფარიძეს კითხვები დაუსვა "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

ნიკა გვარამიას პროკურატურა "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.