loader

“დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე, არ ვიცი…“ - კორონავირუსით გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალი ცნობილი პოეტის დაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე, არ ვიცი…“ - კორონავირუსით გარდაცვლილი ახალნამშობიარები ქალი ცნობილი პოეტის დაა


კორონავირუსს ცნობილი პოეტის, დიკა სალაყაიას და ემსხვერპლა. როგორც ცნობილი ხდება, ახალგაზრდა ქალმა იმშობიარა. ბავშვის გადარჩენა ექიმებმა შეძლეს, თუმცა დედის - ვერა. 

“დავიღუპე… როგორ ვიცოცხლებთ დედიკო და მე, არ ვიცი…
რატომ დავიღუპე, არც ეს ვიცი…
ერთთვიანი ბრძოლა, ომი, უწყვეტი ლოცვა… დედაჩემის ვედრება და….
“დედაშენს უთხარი, მისი შვილი იცოცხლებსო” - ლევან რატიანის ეს სიტყვებიც…
არაფერი ყოფილა ამ ქვეყანაზე?!
მადლი და სიკეთე არ იკარგებაო და….
ხვალ საღამოს სახლში, ხობში მეყოლება ჩემი ანგელოზი და ზეგ, ხუთშაბათს სახლიდან გავაცილებთ იქ….
იქ, სადაც არ ვიცი, არსებობს თუ არა ამის მერე კიდევ რამე….
ვერავის გპასუხობთ… მადლობა ყველას… მაგრამ არაფერი მესმის… არაფერიიიი
ჩემი ბაკო…. ჩემი ერთადერთი დაიკო… ჩამოიქცა ცა…
უსასრულოდ…“ - წერს დიკა სალაყაია. 

სამწუხარო ინფორმაცია გუშინ მამა პეტრე კოლხმაც გაავრცელა: 

“ძალიან მიჭირს ამ წერილის გამოქვეყნება…
ბევრი თქვენგანი იცნობს პოეტ დიკა სალაყაიას…
რამდენიმე კვირის წინ დახმარების თხოვნით მომმართა… და, შორენა შეუძლოდ გაუხდა… იმშობიარა და ორივე დედა-შვილს კორონა შეეყარა… ბავშვი გადაარჩინეს, დედამ ვეღარ გაუძლო…
დიკა ყველაფერს აკეთებდა დის გადასარჩენად…
რა ძნელია ამ დროს ისეთი სიტყვის თქმა, რომ ოდნავ მაინც შეძლოს ნუგეში…
დიკა, ვერაფერს გეუბნები… ძვლები მეწვის!..“ - წერდა პეტრე კოლხი.