loader

"როდესაც ყველა ჯურის ანტივაქსერი, მათ შორის, მოფაშისტო არარაობა, შენი დამცველი და თანამოაზრეა, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე" - რევაზ ბოჭორიშვილი იაგო ფრანგიშვილის სტატუსს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდესაც ყველა ჯურის ანტივაქსერი, მათ შორის, მოფაშისტო არარაობა, შენი დამცველი და თანამოაზრეა, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე" - რევაზ ბოჭორიშვილი იაგო ფრანგიშვილის სტატუსს ეხმაურება

"დაუშვებელია ფბ-თი (და საერთოდ ნეტით) წამლების, თანაც სრულიად უვარგისის, რეკლამირება, რაღაც დოზებისა და სქემების მოწოდება" - ამის შესახებ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც გერმანიაში მცხოვრები ექიმის, იაგო ფრანგიშვილის სტატუსს ეხმაურება. 

"დაუშვებელია ფბ-თი (და საერთოდ ნეტით) წამლების, თანაც სრულიად უვარგისის, რეკლამირება, რაღაც დოზებისა და სქემების მოწოდება. ხოლო როდესაც ყველა ჯურის ანტივაქსერი, მათ შორის, მოფაშისტო არარაობა, შენი დამცველი და თანამოაზრეა, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე. "აზიტრომიცინი" არ წარმოადგენს კოვიდ-19-ის ეფექტურ მკურნალობას" - https://www.cochrane.org/.../HAEMATOL_are-antibiotics... გარკვევით წერია მტკიცებულებითი მედიცინის ყველაზე ავტორიტეტულ წყაროში! თუ ინგლისური გაუგებარია, რუსულადაცაა იქვე", - წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

იაგო ფრანგიშვილმა სოციალურ ქსელში "აზიტრომიცინით" მკურნალობის რეკომენდაცია გასცა.