loader

"დღეიდან ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრამაა ქართულ პოლიტიკაში" - რას წერს მერაბ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილსა და ირინა სარიშვილზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეიდან ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრამაა ქართულ პოლიტიკაში" - რას წერს მერაბ მეტრეველი მიხეილ სააკაშვილსა და ირინა სარიშვილზე?

ტელეწამყვანი მერებ მეტრეველი ირინა სარიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ერთმანეთისთვის მიწერილი წერილების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"ეს სქრინი შემომხვდა დღეს აქ და გულგრილად ვერ ჩავუარე. ან ასეთ დიდ სიყვარულს გულგრილად როგორ უნდა ჩაუარო? თავად განსაჯეთ:

სადღაც 90-იანი წლების ბოლო იყო. სააკაშვილი ჯერ კიდევ მგონი მოქკავშიროს ახალგაზრდა ლიდერი გახლდათ, ირინა სარიშვილს შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკის გამო საჯაროდ "პოლიტიკური კახპა" უწოდა. სანაცვლოდ ედპ-ის მამაკაცი ლიდერები (მაშინ სარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გაგდებული ამ პარტიიდან) სააკაშვილს სახლთან დახვდნენ და, როგორც მაშინდელი ტელევიზიები იუწყებოდნენ, პანჩური ამოარტყეს.

მერე სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ხოლო ქალბატონი ირინა საქართველოდან რუსეთში გაქცეულ ნომერ პირველ ტერორისტს და კრემლის მსახურს, იგორ გიორგაძეს შეეკრა და მისი პარტიის ლიდერად მოგვევლინა. სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა, ოღონდ ირინას არ შეეხო. როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი? - როგორც არ უნდა იყოს, დღეს ერთად არიან. დღეიდან ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრამაა ქართულ პოლიტიკაში".