loader

“ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა! დღეს ბევრად საშიში მდგომარეობაა“ - ირინა სარიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა! დღეს ბევრად საშიში მდგომარეობაა“ - ირინა სარიშვილი საგანგებო მიმართვას ავრცელებს


“საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა.
საზოგადოება, განსხვავებით იმ 50 დღისგან, დუმს, მშვიდადაა და საახალწლო მზადებაშია.
რა კარგად იცნობს კრემლი ქართველთა ბუნებას... ჩვენ ხო დაღლილები ვართ დაბადებულები.

დღეს ბევრად საშიში მდგომარეობაა მიხეილ სააკაშვილისთვის, ვიდრე აქამდე იყო და ამ საშიშროებას ჩვენი დაღლა–დუმილი კიდევ უფრო ამძაფრებს.
რეალობიდან გამომდინარე დღეს მთავარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა და ამისათვის ყველა გზა ჩემთვის მისაღებია, რეალური გზა და არა გულში მჯიღების ცემა, რომელსაც დღეს სამწუხაროდ არანაირი აზრი არა აქვს.“ - წერს ირინა სარიშვილი.