loader

სკანდალის გაგრძელება - რას წერს ექიმი, რომელმაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, პაციენტები c ვიტამინით აცრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალის გაგრძელება - რას წერს ექიმი, რომელმაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, პაციენტები c ვიტამინით აცრა


ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციური დაავადება, ანუ გრიპის ვირუსი, მწვავე ვირუსული რესპირატორული ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც პერიოდულად ეპიდემიებსა და პანდემიაზეა პასუხისმგებელი. მკურნალობის პროცესში ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ვაქცინაცია მიიჩნევა.

ვიტამინები რომ გრიპის ვირუსთან ბრძოლაში აპრობირებული მეთოდია, ეს ვიცით, თუმცა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ მეცნიერებმა სპეციალური ვაქცინა გამოიგონეს. ვაქსრიგრიპით აცრა საქართველოშიც შესაძლებელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოთხოვნისა და მიწოდების მაჩვენებელი ერთმანეთს არ ემთხვევა.
20 ოქტომბერს, გოგელიას კლინიკაში მისულ პაციენტებს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად c ვიტამინი გაუკეთეს. ოთხკომპონენტიანი ვაქცინის ნაცვლად ასკორბინის მჟავით 35 პაციენტი აცრეს, მათ შორის, არასრულწლოვნები.

ავტორი: ნინი ქობალია