loader

“საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილი იყო, ახლა ორივე ერთად მიემგზავრება“ - COVID19-მა დედისა და შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილი იყო, ახლა ორივე ერთად მიემგზავრება“ - COVID19-მა დედისა და შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა


COVID-19-მა ოჯახის ორი წევრის, დედისა და შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს. მისი თქმით, ვირუსმა ჯერ ლამარა ქოჩქიანის ნაბოლარა შვილი, ლაშა იმსხვერპლა, შემდეგ კი - თავად ლამარა.

"ისინი საოცრად მოსიყვარულე დედა-შვილი იყო. ლამარა ქოჩქიანს განსაკუთრებულად უყვარდა ნაბოლარა შვილი, უბედურმა დედამ შვილის მონატრებას, კვალდაკვალ მიჰყვა ლაშას და ისევ გაუთბო უბე მდუღარე ცრემლით, ახლა ორივე ერთად მიემგზავრება სოფელ ლემშვანიერადან“ - წერს ეთერი ჭელიძე.