loader

“ოღონდ პარლამენტიდან არ გამოვიდნენ და მიშას დასაწყნარებლად მზად არიან, ჩანაცვლებით იშიმშილონ“ - თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, “პროცესი დალპა“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ოღონდ პარლამენტიდან არ გამოვიდნენ და მიშას დასაწყნარებლად მზად არიან, ჩანაცვლებით იშიმშილონ“ - თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, “პროცესი დალპა“


“შიმშილობას თუ არ ეთანხმებით, აბა, რა გზას ხედავთო (?!) - შიმშილობა რომ
გზაც არაა, ამას ცოტა ხნით გავწევ, თანაც, რა ჩემი საქმეა, ბარამიძე რამდენს შეჭამს.
მაგრამ რა გზას ვხედავთ, ხომ აგიხსენით?
თუ სამკვდრო-სასიცოცხლო თემაა
ივანიშვილის რეჟიმი, სულ მცირე
პარლამენტზე ასახეთ და საპარლამენტო კრიზისი შექმენით!
ასეთი არაფერი გამიგია, ოღონდ პარლამენტიდან არ გამოვიდნენ და მიშას დასაწყნარებლად მზად არიან, ჩანაცვლებით იშიმშილონ.
თანმიმდევრული გზა არის ერთი:
ა) ოპოზიცია გამოდის პარლამენტიდან
და ქმნის საპარლამენტო კრიზისს.
ბ) შემდეგ, იწყებს მოლაპარაკებებს საპარლამენტო კრიზისის დაძლევაზე
და აყენებს თავის პირობებს!
ახლა, ოპოზიცია ვერანაირ პირობას ბიძინას ვერ დაუყენებს, იმიტომ, რომ ბერკეტი არ გააჩნია!
ბარამიძის შიმშილობა ბერკეტი არ არის.
მაგრამ, და ეს არის დიდი მაგრამ ....
თავში ქვა გიხლიათ!
ჩვენ მაინც თავიდან გვაქვს ასაწყობი ყველაფერი და მიმაჩნია, რომ ოპოზიციის ასეთი აგონიური ქმედებების პირობებში, პოლიტიკურ პროცესს კროტის დასხმის გარდა არაფერი უშველის.
პროცესი დალპა!
ბევრი რამ თავიდან უნდა დაიწყოს.
ჩვენ ასე ვიქცევით
ერთადერთი გზა, რომ სხვა პარტიებთან რაღაც მყარზე დავდგეთ - საპარლამენტო კრიზისია.
სხვა გზა, მხოლოდ საბაზისო ჭეშმარიტებებთან დაბრუნება და თავიდან, უხერხემლოების გარეშე, დამოუკიდებელი პროცესის დაწყებაა.“ - წერს ჩერგოლეიშვილი.