X
“რატომღაც არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე... ბატონო კახი, რამდენი გადაგიხადათ?“ - რა ხდება ნუცუბიძის 127-ში?
12:53 / 12-01-2022

“ყველას გთხოვთ, წაიკითხოთ ეს პოსტი ბოლომდე!

არ ვიცი, ადამიანი ამ დონემდე როგორ უნდა მიიყვანო, მაგრამ ეს იყო უნამუსობის ბოლო დონე. 21-ე საუკუნეში ხალხი სასწაულებს აკეთებს, ყოველდღე ვითარდება და ყოველდღე გვაოცებენ. ამ დროს, როდესაც ტექნოლოგია ბოლო დონეზეა განვითარებული, შენ დგახარ, ბოდიში ამ სიტყვისთვის. "ნაგლივით" ასიგნალებს ბოლო დონეზე 15 წუთის განმავლობაში, თან იმ ადგილას, სადაც მინიმუმ 100 ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. სადაც პატარა ბავშვები თამაშობენ. არაადამიანობის და უზნეობის ბოლო დონეა.

რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა და თავს ვარიდებდი პოლიციაში დარეკვაზე, ჩხუბის დაწყებაზე, მაგრამ ეს უკვე მოსახლეობის უპატივცემულობაა. მით უმეტეს, ქალაქში სიგნალი აკრძალულია. მით უმეტეს ისეთ ქალაქში, სადაც ყოველ 2 მეტრში საცხოვრებელი კორპუსი დგას და მინიმუმ 20 ოჯახი ცხოვრობს.

ბატონო კახი, რამდენი გადაგიხადათ m2-მა, რომ მთელ ნუცუბიძის 127-ში მცხოვრებ მოსახლეობას თავზე გადაგვიარეთ, ბავშვებს ეზო წაართვით და ყოველდღე მაღვიძარას მაგივრად ნამწვავის სუნი და კოდალას ხმა გვაღვიძებს. როდის აქეთ დაეცა ჩვენი ზნეობა და ხალხის პატივისცემა, როდის აქეთ გახდა ფული უფრო მნიშვნელოვანი. გაიხედეთ გარეთ (თუ წინ კედელი არ დგას უკვე და ამის ფუფუნება არ გაქვთ) და მერე თქვით, როგორი მერი, ბატონი კახი კალაძე, არაფერი არ არის გაკეთებული ამ ქალაქში ხალხის სასიკეთოდ. 2 კინკილა ხის დარგვა და სკამების მოტანა არ ნიშნავს, საქმე გაკეთდა. ქალაქში რა სიტუაციაც არის ყოველდღე, დაბინძურებული ჰაერი, ეს მარტო მანქანების მიერ არ არის გამოწვეული, ზუსტად აი ამ უაზრო და უამრავი მშენებლობის გამოც არის. რატომღაც არავინ არ ლაპარაკობს ამ თემაზე და ყოველთვის მანქანის გამონაბოლქვს აღნიშნავს. არა, ეს დაბინძურებული ჰაერი მშენებლობის მტვრითაც არის გამოწვეული. სამწუხაროა ყველაფერი, რაც ჩვენს ქალაქში ხდება ის, რომ მოსახლეობის პატივისცემა უფრო დაბლა დგას, ვიდრე ინვესტორის.
მადლობა ყველას, ვინც ეს პოსტი წაიკითხეთ“ - წერს ჯგუფში “ქალაქის პრობლემები“ ანი ფრუიძე. 


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
“ვიცი, რომ შევძლებ“ - გიორგი სუხიტაშვილი სარეაბილიტაციო ცენტრიდან ვიდეოს აქვეყნებს
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს