loader

ტრაგედია ლევან ვასაძის ოჯახში - “ეს განსაცდელი და მისით გამოწვეული ჩემი კიდევ უფრო დაუძლურება, სცდება მოვლენების ჩვეულ დინებას“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია ლევან ვასაძის ოჯახში - “ეს განსაცდელი და მისით გამოწვეული ჩემი კიდევ უფრო დაუძლურება, სცდება მოვლენების ჩვეულ დინებას“


ლევან ვასაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას მამა გარდაეცვალა. 

“გიორგობას აქეთ დღემდე ვეღარ გავაგრძელე „უძლურის დღიურის“ წერა, რაც მამის გარდაცვალებითა და ჩემი მდგომარეობის უკიდურესი დამძიმებით იყო გამოწვეული.
ის, რომ მე ამ დღიურს ხაზოვნად და ევროპულად ვერ დავწერდი, თავიდანვე ცხადი იყო ჩემთვის და ამ ნაწარმოების საწყის თავებში ამისათვის წინასწარ შენდობაც ვთხოვე საზოგადოებას. მაგრამ, ეს განსაცდელი და მისით გამოწვეული ჩემი კიდევ უფრო დაუძლურება, რა თქმა უნდა, სცდება მოვლენების ჩვეულ დინებას და აქედან გამოსვლაცა და ამის გააზრებაც აწი ჩემი კიდევ ერთი ამოცანაა.

ამ ჩემს განსაცდელს მე აქ ვნებითი ხატოვანებითა და სიღრმით ვერ აღვწერ, უბრალოდ, ცოტა ძუნწად დავწერ და მიმხვედრი თავისით მიხვდება დანარჩენს.
ნებისმიერი ადამიანისათვის მამის დაკარგვა უღრმესი დარტყმაა, მითუმეტეს - ჩემისთანასი.

22 წლის იყო მამა, როდესაც მისსავე დაბადების დღეზე, 1970 წლის 20 დეკემბერს, მე გავუჩნდი საჩუქრად. იმავე წელს მამა, სამ ადამიანთან ერთად, მთაში მოწყდა კლდიდან, თოკში ჩაბმული; მისი მეგობრები დაიღუპნენ, მამა კი, 3 დღე კომაში იყო და როდესაც გონს მოეგო, უმძიმესი ფორმის შეძენილი დიაბეტი აღმოაჩნდა.
ვრცლად წაიკითხეთ