loader

"ვერავინ დამაჯერებს, რომ ვერ დაინახეთ, რატომ განგაშის ზარს არ შემოჰკარით?" - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვერავინ დამაჯერებს, რომ ვერ დაინახეთ, რატომ განგაშის ზარს არ შემოჰკარით?" - რა კადრები ვრცელდება გლდანიდან

"გლდანი, მეექვსე მიკრო, კარფურის წინ მდებარე, დიდი და ახალი გარემონტებული, ძალიან ლამაზი პარკის კუდი, სადაც შეიძლებოდა გაგრძელებულიყო პარკი. მაგრამ, არა! ამ მცირე მონაკვეთზე რამდენიმე წიწვოვანი იდგა, არცთუ პატარები. ფოტოზეც ჩანს, რომ "გამხმარა".

ახლა რა მაინტერესებს - წინა კორპუსში მცხოვრებლებმა ეს ყველაფერი დაინახეთ (ვერავინ დამაჯერებს, რომ ვერ დაინახეთ), რატომ განგაშის ზარს არ შემოჰკარით? რატომ არ დაწერეთ აქ პოსტები, რატომ არ მოვუწოდეთ ერთმანეთს, რომ ერთად დაგვეცვა აღნიშნული ტერიოტორია, რომლის ჩაბეტონება მოხდება და ზედ გზაზე ახალი კორპუსის აშენებით დასრულდება. დღითი დღე ქრება მწვანე სივრცეები, მეგობრებო! არავის გაწუხებთ ეს? ვინმემ იცით, თავის დროზე, როცა ეგ სკვერი რემონტდებოდა, ეს ბოლო ნაწილიც რატომ არ მიაყოლეს? ახლა რა უნდა ეშველოს ამ ადგილს? ხეები, დიდი ალბათობით, გაახმეს. ბორცვი ჩამოაქციეს. ან მერიამ რატომ გასცა აქ მშენებლობის ნებართვა, ან კორპუსის მცხოვრებლებს, რომლებსაც, ალბათ, მალე ხედი საერთო აღარ გექნებათ, არ გადარდებთ ეს ამბავი?

პ.ს. გთხოვთ, გლდანის გამგებელს, მაჟორიტარს თუ იცნობთ, მონიშნეთ. საინტერესოა, რა პასუხებს მოვისმენთ." - წერენ გლდანის დახურულ ჯგუფში.