loader

“მისი კვალი აეროპორტიდანვე ქრება!“ - რა ხდება ცნობილი 28 წლის ქართველ ემიგრანტზე, რომელსაც ეძებდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მისი კვალი აეროპორტიდანვე ქრება!“ - რა ხდება ცნობილი 28 წლის ქართველ ემიგრანტზე, რომელსაც ეძებდნენ


იტალიაში საქართველოს მოქალაქეს, 28 წლის ნათია ჭულუხაძეს ეძებენ. ის სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ინფორმაციას "შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი" ავრცელებს.

"დაიკარგა ემიგრანტი იტალიაში, რეჯო კალაბრიაში, 28 წლის ნათია ჭულუხაძე.
კარგად დააკვირდით, იქნებ ვინმემ სადმე დაინახეთ. გთხოვთ, თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გევედრებით... გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა.

გთხოვთ, იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ...
გააზიარეთ პოსტი, გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ (ის რამდენიმე დღის წინ რომის აეროპორტში იყო. მის მერე მისი კვალი აეროპორტიდანვე ქრება....

დედაო ღვთისმშობელო, უვნებელი დაუბრუნე თავის ოჯახს. სასწაულად კარგი და კეთილი ადამიანი. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს... გააზიარეთ, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ, თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც შოთო სიხარულიძის მიერ გამოქვეყნებული განცხადების კომენტარებში ირკვევა, გოგონა ახლობლებთან კონტაქტზე გავიდა და იგი ბარსელონაში იმყოფება.