loader

ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო კაფსულები შექმნა - "სულანჟერით" მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველმა ექიმმა კოვიდის საწინააღმდეგო კაფსულები შექმნა - "სულანჟერით" მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი


“ალექსანდრე თავართქილაძე - მადლობა შენ, რომ უბრალოდ არსებობ და ასეთ შედევრებს ქმნი!
კოვიდის საწინააღმდეგო, ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატი "სულანჟერი" (კაფსულები და პერორალური ამპულები). შეტანილია 2021 წლის 30 ნოემბრის გაიდლაინში (გვ.84).

საიტი: http://soulageur.com/index2.html
ამ ეტაპზე გაყიდვაში არაა. კვლევები მიმდინარეობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მიხაილოვში და საჩხერის საავადმყოფოში.
დღეის მდგომარეობით, ე.წ. მიხაილოვის კლინიკაში, "სულანჟერით" მკურნალობაში ოფიციალურად ჩართულია 19 პაციენტი, არაოფიციალურად 21.

პაციენტის ჩართვის კრიტერიუმებს წარმოადგენს:
1. სატურაცია >90% ატმოსფერულ ჰაერზე
2. ასაკი 18 წლიდან ზემოთ.
3. კოვიდის სიმპტომების დაწყებიდან არაუმეტეს 7 დღე.
4. გამონაკლისი იქნა დაშვებული რეანიმაციის განყოფილებაში მყოფ 3 უმძიმეს პაციენტზე, რომლებიც "სულანჟერის" მკურნალობაში ჩაერთნენ დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან დაახლოებით 12-14 დღის შემდეგ.
თერაპიულ განყოფილებაში მოთავსდა 19 პაციენტი. 7 მათგანი კლინიკიდან გაეწერა შემოსვლიდან 6-7 დღეში, ხოლო 3 პაციენტი გაეწერა 10 დღეში. ამჟამად მკურნალობას აგრძელებს 4 პაციენტი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში შემოსვლიდან 7 დღეში გაწერილი პირველი პაციენტის ასაკია 87 წ.
არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, მისი გადაყვანა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და მით უმეტეს, სიკვდილი.

განსაკუთრებით საყურადღებოა რეანიმაციის განყოფილებაში მყოფი 3 პაციენტის შემთხვევა.

1. მამაკაცი, 57 წლის, ჭარბწონიანი (210 კგ). ანამნეზში: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, ჰიპერტონული დაავადება, ქრონიკული ვენური უკმარისობა. შემოსვლისას სატურაცია ატმოსფერულ ჰაერზე: 82%, სუნთქვის სიხშირე 33’. მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც დინამიკაში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ბაზისურ მკურნალობასთან ერთად, სიმპტომების დაწყებიდან მე-14 დღეს, მკურნალობაში ჩაერთო „სულანჟერი“ ჯერ კაფსულების სახით ( 3 კაფსულა დღეში სამჯერ), ხოლო 5 დღის შემდეგ „სულანჟერის" პერორალური ამპულები, 3 ამპულა ყოველ 8 საათში ერთხელ. აღსანიშნავია, რომ „სულანჟერის" ჩართვის პირველ დღეს პაციენტის სატურაცია იყო 50-55% ჟანგბადის მაღალნაკადური მიწოდების ფონზე. „სულანჟერის" მიღებიდან მე-10 დღეს სატურაცია გახდა 92%. მოგვიანებთ, 12 დღის განმავლობაში, დინამიკაში დაკვირვების შემდეგ, პაციენტმა დატოვა კლინიკა.

2. მამაკაცი, 73 წლის. თამბაქოს და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელი, კახექსიური, ძილიანი, პერიოდულად აგზნების და ჰალუცინაციების ეპიზოდებით, სიმპტომების სავარაუდო დაწყებიდან მე-8 დღეს მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში. სატურაცია 87% ატმოსფერულ ჰაერზე. ლაბორატორიული მონაცემებიდან, სხვა პარამეტრებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებო იყო: ინტერლეიკინი - 836. მკურნალობის სქემაში „სულანჟერი“ ჩაერთო შემოსვლიდან მე-6 დღეს და შედეგად, 4 დღეში ინტერლეიკინის მაჩვენებელი გახდა 33. პაციენტი შემოსვლიდან 13 დღეში გაეწერა კლინიკიდან.

3. ქალბატონი, 34 წლის. მოთავსდა თერაპიის განყოფილებაში. მოგვიანებით მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც ის დააინტუბირეს და გადაიყვანეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე. დინამიკაში მდგომარეობა დამძიმდა, მკვეთრად მოიმატა ანთების მარკერებმა, ჰემოდინამიკა გახდა არასტაბილური, გამოვლინა კანქვეშა ემფიზემა, მიკროცირკულაციის მოშლა. ფხვ-ს აგრესიულ პარამეტრებზე, სატურაცია 50-70%-ის ფარგლებში. ვაზოინოტროპული მედიკამენტების მაქსიმალური დოზების ფონზე, არტერიული წნევა 70 მმ-ის ფარგლებში. შემოსვლიდან 2 კვირის შემდეგ დაწყებულ იქნა „სულანჟერის“ პერორალური ამპულებით მკურნალობა. 3 ამპულა 8 საათში ერთხელ. მე-5 დღიდან დაიწყო ვაზოინოტროპული მედიკამენტების დოზის შემცირება, სატურაციის მაჩვენებლის მატება, ანთების მარკერების შემცირება, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუმჯობესება. "სულანჟერით"  მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში პაციენტს შეუწყდა ფხვ, გამოსწორდა სატურაცია და ჰემოდინამიკური მაჩვენებლები. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური. თავისუფლად ამოძრავებს კიდურებს. დღეის მდგომარეობით, აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში, იკვებება ზონდის გარეშე, გადაადგილდება დამოუკიდებლად.
Alexandre Tavartkiladze კიდევ რა უნდა მოიმოქმედოს ამ "სულანჟერმა", კარგად არ ვიცი“ - წერს ზაზა ლურსმანაშვილი.