loader

"საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო..." - გიორგი ფხაკაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო..." - გიორგი ფხაკაძე

"საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო", - ამის შესახებ გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სავარაუდოდ, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 60% -ს პოსტკოვიდური პრობლემები ექნება.

"დიდი ალბათობით, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე პოსტკოვიდური გართულებების გამო შრომისუნარიანობას დაკარგავს.

"პოსტკოვიდური სინდრომის, ანუ "გრძელი კოვიდის" ტალღა ეკონომიკას უკვე ურტყამს იქ, სადაც ინფიცირების დონე მაღალია. სავარაუდოდ, 1890 წელს "რუსული გრიპის" და 1918 წელს "ესპანური გრიპის" დროს იყო ეს "პოსტგრიპული" ტალღა.

არსებული ისტორიული წყაროებიდან საუკეთესო მაგალითია ტანზანიაში ესპანური გრიპის შემდეგ შიმშილი, ვინაიდან გლეხებს არ შეეძლოთ მოსავლის მოყვანა.

შარშან შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პოსტკოვიდი კოვიდგადატანილების 53%-ს აქვს და, ზოგადად, მსოფლიოს მონაცემებით კი, 60%-მდეა. შვეიცარიაში უკვე შეიქმნა პოსტკოვიდის ცალკე პლატფორმა http://post-covid.hug.ch/... ბრიტანეთში ამჟამად მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა პოსტკოვიდი და ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ 19% ფიზიკურად ვეღარ მუშაობს ჯანმრთელობის გაუარესების გამო", - წერს ფხაკაძე.