loader

გაიცანი 7-შვილიანი ოჯახი თბილისიდან და შეადარე შენი და მათი ცხოვრება ერთმანეთს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანი 7-შვილიანი ოჯახი თბილისიდან და შეადარე შენი და მათი ცხოვრება ერთმანეთს

გურამ გვარამია და ნინო გვარამია უკვე 16 წელია, ერთად არიან. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ნინო ბევრ შვილზე ყოველთვის ოცნებობდა. დროთა განმავლობაში ოცნება რეალობად ექცა. დღეს ოჯახს 7 შვილი ჰყავს.
ოჯახს სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსი აქვს. სტატუსი - მრავალშვილიანი საქართველოში არ არსებობს. გურამ გვარამია 5 წელია, არ მუშაობს. ნინო დიზაინერია და სახლში, კერძო შეკვეთებზე მუშაობს. სწორედ ესაა ოჯახის ძირითადი შემოსავალი. სირთულეების მიუხედავად, გვარამიები ამბობენ, რომ მათი ბედნიერების მიზეზი სწორედ ბევრი ბავშვია. სხვა ოჯახებსაც იმავეს ურჩევენ.

ავტორები: ეკა მელიქიძე, გიგა დანელია, გიო კუსიანი