loader

სერბეთის პატრიარქი, რომელიც ავტობუსით დადიოდა: "არ ეგების მანქანის შეძენა ობლებისა და ღარიბების შემოწირულობით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სერბეთის პატრიარქი, რომელიც ავტობუსით დადიოდა: "არ ეგების მანქანის შეძენა ობლებისა და ღარიბების შემოწირულობით"

სერბეთის პატრიარქი პავლე, ერისკაცობაში - გოიკო სტოიჩევიჩი, 2009 წლის 15 ნოემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პავლე მთელ ქვეყანაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის ხშირად უნახავთ ქუჩაში მარტო, ფეხით მოსიარულე, ასევე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

პავლე ხშირად ამბობდა: "არ ეგების მანქანის შეძენა ობლებისა და ღარიბების შემოწირულობით, თან იქნებ ისეც მოხდეს, რომ გუბეებში გადაივლით და მათვე გაწუწავთ. ვიდრე კოსოვოს ყველა სერბულ ოჯახში არ იქნება მანქანა, არც ჩვენ გვეყოლება".

გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე პავლე ავად გამხდარა. მას მიუმართავს სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის პატრიარქობიდან მისი გადადგომის შესახებ. პატრიარქის თხოვნა არ დაუკმაყოფილებიათ. მისი გარდაცვალების შემდეგ სერბეთში 3 დღე გლოვა იყო გამოცხადებული.

თიკო გურაშვილი