loader

როგორ ისჯებოდა ჩუკენობა, მამათმავლობა, პირუტყვქმნილობა და სხვა ცოდვები სჯულისკანონის მიხედვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ისჯებოდა ჩუკენობა, მამათმავლობა, პირუტყვქმნილობა და სხვა ცოდვები სჯულისკანონის მიხედვით

მცირე სჯულისკანონი (ძვ. ქართ. მცირე რჩულისკანონი ან მცირედი რჩულისკანონი) — XI საუკუნის ქართული საეკლესიო სამართლის ძეგლი. ნათარგმნია ბერძნულიდან ექვთიმე მთაწმინდელის მიერ, თუმცა ეს არაა ზუსტი თარგმანი და მისი ბერძნული დედანი არ არსებობს. ძეგლში მოცემულია სამართლის მრავალი დარგის შესასწავლი მასალა. წარმოდგენილია სისხლის სამართლის არაერთი ინსტიტუტი; საუბარია სხვადასხვა სახის დანაშაულზე, სასჯელზე, ბრალის დადების დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ექვთიმე მთაწმინდელი საკუთარ ახსნა-განმარტებასაც იძლევა.
არ მოიპოვება ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა მცირე სჯულისკანონი საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში.

Palitravideo.ge-ს ეს ვიდეო მომზადებულია orthodoxy.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით.
თემაზე უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ orthodoxy.ge-ს.