X
გაიცანით ნაფიცი ქალწულები - რის საფასურად "ყიდულობენ" ქალები თავისუფლებას ალბანეთში
10:54 / 21-04-2017
ბურნეშები - ნაფიცი ქალწულები. თავისუფლება და სოციალური თანასწორობა ქალიდან კაცის სტატუსის სანაცვლოდ.
გოგონები, რომლებიც ბურნეშას ფიცს წარმოთქვამენ - იღებენ მამაკაცის სახელს და ატარებენ მამრობითი სქესის ტანსაცმელს. მათ არ აქვთ უფლება, გათხოვდნენ და ჰყავდეთ შვილები. მათ ავტომატურად ეძლევათ უფლება, მიიღონ მემკვიდრეობით ოჯახის ქონება და შეისწავლონ სხვადასხვა პროფესია. ბურნეშას სტატუსის მქონეები თავისუფლად ეწევიან თავშეყრის ადგილებში და კაცებთან ერთად მიირთმევენ სპირტიან სასმელებს. ეს ყველაფერი ქალად ყოფნის დროს მათთვის მიუწვდომელი იყო.
2009 წელს ალბანეთი ნატოს წევრი ქვეყანა გახდა. ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანაში პროგრესი შეიმჩნევა. ბურნეშების ასაკი საშუალოზე მაღალია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ქალებს მამაკაცის სტატუსის მიღება ნაკლებად სჭირდებათ.

ავტორი: ეკა მელიქიძე
მონტაჟის რეჟისორი: გიო კუსიანი

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"გოგონებს მთაში იტაცებენ, მათ მეგობარ მამაკაცებს კი, ზღვაში გარდაცვლილებს პოულობენ" - რუსი ტურისტი ქალის შოკისმომგვრელი ისტორიები აფხაზეთიდან
კარგად დააკვირდით: ეს არ არის ფოტო
კადრები, რომელიც ცხადყოფს, რომ ხატია ბუნიათიშვილსა და ორლანდო ბლუმს შორის სერიოზული აღარაფერი ხდება
სააკაშვილის მიერ სარკეში გადაღებული პირველი სელფი ინტერნეტჰიტად იქცა (გამოხმაურებები)
ქართველი გოგონას მიერ დადგმული ცეკვა ქორწილში, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა
რუსი პრანკერების სკანდალური ჩანაწერი, სადაც ისინი თითქოსდა, საქართველოს შს მინისტრს სააკაშვილზე ესაუბრებიან
"მთელი ჩემი ცხოვრება მოქმედებაა და არ კვდება" - შინაიდ ო'კონორი აცხადებს, რომ ოჯახმა მიატოვა და თვითმკვლელობაზე ფიქრობს
ფულის ცვენა სომხურ ქორწილში