loader

რატომ ცხოვრობენ ცოცხლები მკვდრებთან ერთად: ინდონეზიური ტრადიცია, რომელსაც ანალოგი საქართველოშიც აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ცხოვრობენ ცოცხლები მკვდრებთან ერთად: ინდონეზიური ტრადიცია, რომელსაც ანალოგი საქართველოშიც აქვს

"სოციალური ურთიერთობა გარდაცვლილებსა და ცოცხლებს შორის" - ასე უწოდებენ ინდოეზიელი სოციოლოგები ტორაჯას თემის ტრადიციას. ტორაჯელები მიცვალებულებს სახლში თვეების ან ზოგჯერ წლების განმავლობაში ტოვებენ და ისევე უვლიან და ემსახურებიან, როგორც ცოცხალ ადამიანს. ადგილობრივებს სჯერათ, რომ თუკი გარდაცვლილ ნათესავს სათანადოდ არ მოუვლიან, წინაპრების სულები განსაცდელს მოუვლენენ.

მსგავსი ფაქტები საქართველოშიც გვხვდება. თუმცა, აქ ცხედრის სახლში დასვენებას რიტუალური დანიშნულება არ აქვს. სამეგრელოში ცხოვრობს ოჯახი, რომელსაც ოჯახის გარდაცვლილი წევრის ცხედარი უკვე 21 წელზე მეტია, რაც სახლში ჰყავს დასვენებული.

ვიდეოზე მუშაობდნენ ნარიტა ჩხაიძე და გიო კუსიანი
მომზადებულია BBC-ის მასალის მიხედვით.