loader

"იყავით თქვენი საქმის გორგოძეები!" - Palitravideo.ge-ს გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართული რაგბის კაპიტანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იყავით თქვენი საქმის გორგოძეები!" - Palitravideo.ge-ს გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართული რაგბის კაპიტანს

"ბორჯღალოსანთა" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:
"ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა", - ამბობს კაპიტანი.

Palitravideo.ge-ს სიუჟეტი მამუკა გორგოძის შესახებ, სახელწოდებით "მამუკა გორგოძე არის...", მისი კარიერის პიკშია მომზადებული. სწორედ ამ ვიდეოთი ვემშვიდობებით 33 წლის სპორტსმენს.

ავტორები: ეკა მელიქიძე, მიშა ნადირაშვილი, გიორგი კუსიანი

იხილეთ ფოტო გალერეა
Legendary Georgian rugby player Mamuka Gorgodze leaves the National Team