loader

ეს ხდება თბილისის გარეუბანში, სულ რაღაც 5-წუთიან მონაკვეთში - რამდენად მასობრივია დედაქალაქში პათოლოგია F 63.0 - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ხდება თბილისის გარეუბანში, სულ რაღაც 5-წუთიან მონაკვეთში - რამდენად მასობრივია დედაქალაქში პათოლოგია F 63.0

  • Palitravideo.ge-ს ექსპერიმენტი: რამდენი ადამიანი შევიდა და გამოვიდა 5 წუთის განმავლობაში აზარტული თამაშების დაწესებულებიდან.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ დროის განმავლობაში დაწესებულებაში შევიდა 9, ხოლო იქიდან გამოვიდა 3 ადამიანი.
  • თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, თვითკონტროლის დაკარგვა, დეპრესიული აშლილობა, ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას. ეს მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ნარკომანთა აბსტინენციას, რომელსაც თან სდევს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება... - ეს იმ სიმპტომების ნაწილია, რომლებიც ლუდომანებს ახასიათებთ.

დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული - F 63.0. იმას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა, ეს ფაქტიც ადასტურებს.
  • ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოში თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება. აფბა-ს კვლევის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ონლაინკაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1,033,000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული! ერთი მოთამაშე კი დღეში საშუალოდ 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში.

მიიღე მეტი ინფორმაცია


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე