loader

რას უპირებენ ავლაბრის მეტროს იერსახეს ვერტიკალური ბაღის გახმობის შემდეგ: გამოყოფილია 130 000-მდე ლარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას უპირებენ ავლაბრის მეტროს იერსახეს ვერტიკალური ბაღის გახმობის შემდეგ: გამოყოფილია 130 000-მდე ლარი

მეტრო "ავლაბრის" ვერტიკალური ბაღის ხელახალი მოწყობა მიმდინარეობს. როგორც მერიის გამწვანების სამსახურში განგვიცხადეს, თავდაპირველი გამწვანება 2010 წელს გაკეთდა, საფარის განახლების მიზეზად კი მცენარეების გახმობას ასახელებენ.

ტენდერში იმავე კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც 2010 წელს მოაწყო ვერტიკალური ბაღი.
"გრინსერვის+"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი კობა ხარშილაძის ინფორმაციით, მცენარეები, ე.წ. სტარტერები უცხოეთიდან ჩამოიტანეს და საბოლოო სახეს ბაღის დასრულებიდან 3-6 თვეში მიიღებს.

ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორი კომპანია უზრუნველყოფს:
  • მცენარეებისა და კედლის თექის გასუფთავებას, დაზიანებული ფოთლებისა და სარეველებისგან;
  • მცენარის ძირების შემოწმებასა და საჭიროებისამებრ გამაგრებას სტეპლერის უჟანგავი ტყვიებით;
  • კედლის ქეჩის დამუშავებას სპეციალური ხსნარით და მცენარეების გამოკვება თხევადი სასუქით;
  • ამასთან, შეიცვლება სარწყავი სისტემა და სადრენაჟე არხები.
სამუშაოები მაისის თვის დასაწყისში დაიწყო და 11 ივნისს უნდა დასრულდეს. ვიზუალურად ავლაბრის ვერტიკალური ბაღი წინამორბედის ანალოგი იქნება. თბილისის მერიას ბაღის მოწყობა 125 964 ლარი დაუჯდა.

ნარიტა ჩხაიძის მობილური რეპორტაჟი Palitravideo.ge-სთვის