loader

ადგილი თბილისში, სადაც მოშარდვის ამკრძალავი ნიშნები გამოჩნდა - "მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი!" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილი თბილისში, სადაც მოშარდვის ამკრძალავი ნიშნები გამოჩნდა - "მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი!"

თბილისში, "დედაენის ბაღის" მიმდებარედ განთავსებულია გამაფრთხილებელი სტენდები ვიდეოკონტროლისა და მოშარდვისა და დანაგვიანების აკრძალვის შესახებ.

საგულდაგულოდ დათვალიერების შემდეგ ტერიტორიაზე არც ერთი სათვალთვალო ვიდეოკამერა არ აღმოჩნდა, რაც დაგვიდასტურეს იქვე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის თანამშრომლებმა. მათი ინფორმაციით, მართალია, აბრები განთავსებულია, თუმცა ვიდეოკონტროლი არ მიმდინარეობს.

Palitravideo.ge დაინტერესდა, ვის მიერ განთავსდა კონკრეტული აბრები. ამავე რესტორნის თანამშრომელთა ინფორმაციით, თბილისის მერიას ეკუთვნის, რაც მერიაში არ დაადასტურეს.

ნარიტა ჩხაიძის მობილური რეპორტაჟი Palitravideo.ge-სთვის