loader

ათზე მეტი მიზეზი ქართული რეალობიდან, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწავლა და შრომისმოყვარეობა ფასდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ათზე მეტი მიზეზი ქართული რეალობიდან, რომელიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ სწავლა და შრომისმოყვარეობა ფასდება

საზღვარგარეთ განათლების მიღება დღეს განსაკუთრებით სასურველი და აქტუალურია. ხშირად ქართველი ახალგაზრდები სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ ამჯობინებენ.
2014-16 წლებში ყველაზე მეტი ქართველი სტუდენტი – 69, სასწავლებლად აშშ-ში წავიდა, დიდ ბრიტანეთში – 53, საფრანგეთში – 23, გერმანიაში – 19, ნიდერლანდებში – 18.
რაც შეეხება 2017 წელს, ის საკმაოდ ნაყოფიერად დაიწყო ქართველი მოსწავლეებისათვის. წარმოგიდგენთ იმ კურსდამთავრებულთა სიას, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტებმა მიიწვიეს სასწავლებლად და ამავდროულად, სწავლაც დაუფინანსეს; და ასევე მათაც, ვინც ადრეულ ასაკში დაიწყო წარმატების მიღწევა სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი, ბიზნესში.

ავტორი: მაგდა მარიდაშვილი
მონტაჟი: გიო კუსიანი