loader

"იმანო" - ქართველი გოგონას მიერ შექმნილი პატარა რობოტები ნივთებისგან, რომლებიც ბევრმა ჩვენგანმა სახლიდან გადაყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იმანო" - ქართველი გოგონას მიერ შექმნილი პატარა რობოტები ნივთებისგან, რომლებიც ბევრმა ჩვენგანმა სახლიდან გადაყარა

პროფესიით არქიტექტორია, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ჰობი საყვარელ საქმიანობად ექცია. ნინი მამალაძემ "იმანოების" შექმნა უძილობის დროს დაიწყო. სახელწოდება "იმანო" მისმა მეგობარმა მოიფიქრა. თავდაპირველად ტანსაცმლის ხაზისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა შემდეგ მისი პატარა რობოტებისთვის უფრო შესაფერისი აღმოჩნდა. სურს გამოფენის გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით, საკმარისი რაოდენობის ნამუშევრების უქონლობის გამო თავს იკავებს.
სამომავლოდ ნინიმ შესაძლოა, ნამდვილ რობოტებზეც დაიწყოს მუშაობა...

ავტორი:  მარიამო ლორთქიფანიძე