loader

როგორ გამოიყურება 3.5 მილიონად შეფასებული სახლი თბილისში, რომელსაც კახა ბენდუქიძე ქირაობდა - უზარმაზარი ვიტრინები, ჩანჩქერი და მწვანე მოლი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება 3.5 მილიონად შეფასებული სახლი თბილისში, რომელსაც კახა ბენდუქიძე ქირაობდა - უზარმაზარი ვიტრინები, ჩანჩქერი და მწვანე მოლი

უძრავი ქონების განცხადებების საიტზე saqme.ge გასაყიდად გამოტანილია თბილისში მდებარე სახლი, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობდა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, "ცოდნის ფონდის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, ულამაზესი სახლის საერთო ფართი 1000 კვ. მეტრია. ძველი აშენებული სახლი ბელეტაჟზეა, ქვით და ხით ნაშენი, უზარმაზარი ვიტრინებით და მასში სულ 5 ოთახია.

რაც შეეხება ეზოს, ფოტოებიდანაც ჩანს, რომ უზარმაზარი ეზო და ბაღი, რომელიც 5000 კვ. მეტრზეა გაშლილი, განსაკუთრებით მოვლილი და გამწვანებულია. მწვანე მოლი, დეკორატიული მცენარეებით გაშენებული, ეზოში ჩანჩქერი-შადრევნით... სახლი 3 500 000 დოლარადაა შეფასებული.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ სახლში "თავისუფალი" და "აგრარული უნივერსიტეტების" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. უცნობია, ამჟამად ვინ ყიდის სახლს. 
ნახეთ მეტი ფოტო saqme.ge-ზე.