loader

ქართველი ქალი პოეტი, რომელიც გასულ საუკუნეში ეროტიკული ლექსების გამო საზოგადოებამ უარყო - ელენე დარიანის საიდუმლოებით სავსე ცხოვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ქალი პოეტი, რომელიც გასულ საუკუნეში ეროტიკული ლექსების გამო საზოგადოებამ უარყო - ელენე დარიანის საიდუმლოებით სავსე ცხოვრება

იშვიათი სიზუსტით აღწერილი ქალის სასიყვარულო განცდები და ეროტიკული გრძნობები. საიდუმლოებებით მოცული სახე ქართულ ლიტერატურაში და დარიანის ფსევდონიმით ცნობილი პოეტი, რომლის პოეზიის უკან ქართველი კოკო შანელი, ელენე ბაქრაძე დგას.

შარვალში გამოწყობილი და სიგარეტიანი ცისფერყანწელი ქალბატონის სახე არაფრით ჰგავდა რომანტიკოსთა მუზად ქცეული ქალების ხატებას. ლამაზი, კეთილშობილი, მდიდარი შინაგანი ბუნების. მასთან 15-წუთიანი საუბარი საკმარისი იყო, რომ ნებისმიერ მამაკაცს თავდავიწყებით შეყვარებოდა. შეუყვარდა პაოლო იაშვილსაც. საზოგადოებაში მათ სიყვარულზე ბევრს ჩურჩულებდნენ, მაგრამ ამის გამოაშკარავება არავის სურდა. განსაკუთრებით წინააღმდეგნი პაოლოს ოჯახის წევრები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანმა ოჯახი სხვა ადამიანებთან შექმნა, მათი ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა...

ავტორები: ეკა მელიქიძე, გიო კუსიანი