loader

ქალმა, რომელიც დედამ ფიზიკური დეფექტის გამო მიატოვა, დედა იპოვა, თუმცა ოჯახმა ის მეორედაც უარყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქალმა, რომელიც დედამ ფიზიკური დეფექტის გამო მიატოვა, დედა იპოვა, თუმცა ოჯახმა ის მეორედაც უარყო

თამარ აბრამიშვილი კასპის ბავშვთა სახლში გაიზარდა. შემდეგ საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ყოველდღიურობას მისი ნათლია და მეზობლები უმსუბუქებენ.
მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძნობდა, რომ ოჯახის გაცნობა და დედის ნახვა სურდა.

დედას მიაგნო, ოჯახსაც... ჰყავს და და ძმა, თუმცა ფიქრობს, რომ მათი გაცნობა ყველაზე ბედნიერი და ამავდროულად, უბედური დღე იყო.
მაშინ გაიგო, რომ მამა ციხეში ჰყავს, დედამ კი ფიზიკური დეფექტის გამო მიატოვა.

8 თვე დაჰყო მშობლიურ სახლში, თუმცა დამ სახლსა და წილზე საუბარი როგორც კი დაიწყო, იქიდან წამოვიდა და მას შემდეგ არავინ უნახავს...

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე, Palitravideo.ge-ს მულტიმედია ჟურნალისტი