loader

ზუსტი მონაცემები, რამდენ დეციბელზე რა ემართება თქვენს ორგანიზმს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზუსტი მონაცემები, რამდენ დეციბელზე რა ემართება თქვენს ორგანიზმს

ხმაურით დაბინძურება ერთ-ერთი დიდი პრობლემაა განვითარებულ ქვეყნებში. დიდი ქალაქების მცხოვრებთა 60%-მდე ყოველდღიურად განიცდის ხმაურით გამოწვეულ დისკომფორტს, რაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ხმაურით დაბინძურებას ბევრი დაავადების გამოწვევა შეუძლია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობის დაცვის მიზნით რამდენიმე ზომას გვთავაზობს. მათ შორისაა: ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა; ტელევიზორების, მუსიკალური ცენტრების, რადიომიმღებების და სხვა ბგერისწარმომქმნელი და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის ძალიან ხმამაღალზე გამოყენების აკრძალვა (ეს ეხება როგორც საცხოვრებელ შენობებში გამოყენებას, ასევე საცხოვრებელ შენობებთან ახლო მყოფ ავტომობილებსა და ღია საზოგადოებრივ ადგილებში გამოყენებას).