loader

როგორია სამხედრო ძალთა ბალანსი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოსალოდნელი დაპირისპირების წინ და არსებობს თუ არა III მსოფლიო ომის საფრთხე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია სამხედრო ძალთა ბალანსი აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მოსალოდნელი დაპირისპირების წინ და არსებობს თუ არა III მსოფლიო ომის საფრთხე

რამდენად რეალურია მესამე მსოფლიო ომის საფრთხე?
ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთ კორეისა და ამერიკის პირველი პირების მუქარები მხოლოდ რიტორიკაა, თუმცა მესამე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავენ.
რა ქმნის ომის საფრთხეს?
• ამერიკასა და ჩრდილოეთ კორეას არაპროგნოზირებადი ლიდერები ჰყავს
• ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პოტენციალი
• ჩრდილოეთ კორეის მიერ ბოლო პერიოდში ბალისტიკურ რაკეტებზე ჩატარებული ცდები
• საბრძოლო მოქმედებების დაწყების მუქარები
• ოფიციალური ფხენიანის გაცხადებული გზავნილი, რომ მათ ამერიკამდე მიღწევა შეუძლიათ.
ჩრდილოეთ კორეამ წყნარ ოკეანეში, გუამის კუნძულზე, ამერიკის სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო იერიშის განხორციელების მუქარა გაიმეორა.
საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რამეს მოიმოქმედებს, მაშინ ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს.

ავტორები: ნარიტა ჩხაიძე და გიო კუსიანი