loader

რა უჯდებათ საქართველოში ჩამოსვლა არაბ და ინდოელ ტურისტებს - ტურები, ფრენა, სასტუმრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უჯდებათ საქართველოში ჩამოსვლა არაბ და ინდოელ ტურისტებს - ტურები, ფრენა, სასტუმრო

2017 წლის პირველ ნახევარში ტურიზმიდან უკვე 1,1 მილიარდი დოლარია შემოსული, რაც შარშანდელთან შედარებით 26%-იანი ზრდაა.

ინდური და არაბული ტურისტული სააგენტოები მსურველებს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობენ. პირობებს ინდურ და არაბულ ტურისტულ საიტებზე გაეცნობით. მაგალითად, ერთ-ერთ არაბულ საიტზე მითითებულია, რომ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს და ამ ქვეყანაში მოგზაურობა 1.099 დირჰამად შეუძლიათ (ეროვნული ბანკის კურსით 12 აგვისტოსთვის, დაახლოებით 715 ლარი), რაშიც ფრენისა და სასტუმროს ხარჯებიც შედის.

ერთ-ერთ ინდურ ტურისტულ საიტზე კი წავაწყდით ინფორმაციას საქართველოში შეთავაზებული ტურების შესახებ - ერთი კაცისთვის, ფრენისა და სასტუმროს ხარჯების გარეშე. მაგალითად, ინდოელებს 5.186 რუპიად (დაახლოებით 193 ლარი) სთავაზობენ ტურს ყაზბეგში, ანანურსა და გერგეტზე. მცხეთის, გორისა და უფლისციხის მონახულება 4.494 რუპია (დაახლოებით 167 ლარი) ღირს. ბორჯომის, ვარძიისა და რაბათის ტურის ღირებულება ერთი პერსონისთვის 8.296 რუპიას (დაახლოებით 310 ლარი) შეადგენს. შეთავაზებული ტურებიდან ყველაზე ძვირი კახეთში, ლოპოტის ტურია, სადაც ერთი დღის გატარება 20.740 რუპია (დაახლოებით 772 ლარი) ღირს.

მომზადებულია "კვირის პალიტრის" 14-20 აგვისტროს ნომერში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით.