loader

ბორჯომის ხეობის ბინადრები - ყველა ცხოველი და მცენარე, რომლებსაც ხანძარმა საფრთხე შეუქმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორჯომის ხეობის ბინადრები - ყველა ცხოველი და მცენარე, რომლებსაც ხანძარმა საფრთხე შეუქმნა

ხანძრის გამო ბორჯომის ხეობაში მობინადრე ცხოველებს, ფრინველებს, ამფიბიებსა და მწერებს ბუდეები გაუნადგურდათ, ზოგიერთი მათგანი კი, გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარს თავადაც ვერ გადაურჩა.

ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, კარლო ამირგულაშვილის განმარტებით, ტერიტორია, რომელიც იწვის, ნაკრძალს ემიჯნება. შესაბამისად, ის იშვიათი სახეობის ენდემური, წითელ წიგნში შეტანილი ცხოველების, ფრინველებისა და ქვეწარმავლების საცხოვრებელს წარმოადგენს.

ცხოველები: მურა დათვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, არჩვი, წავი, შველი, მგელი, ტურა, ტყის კატა, გარეული ღორი, ციყვები, კურდღლები, 20 სახეობის ღამურა (სავარაუდოდ, ტერიტორიის დატოვება ვერ მოახერხეს).

"ძუძუმწოვრების ნაწილმა, სავარაუდოდ, ტერიტორიის დატოვება მოახერხა" - ფრინველები: კავკასიური როჭო, თეთრკუდა არწივი.
მცენარეები: აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი, ქართული მუხა, წიფელი,რცხილა, ნეკერჩხალი, წითელი ნუსხის ბუჩქოვანი მცენარეები.

ავტორები: გიო კუსიანი, ნარიტა ჩხაიძე