loader

ვიდეოფაქტი: რატომ გახდა საჭირო პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების ხელახლა ჩატარება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: რატომ გახდა საჭირო პეკინის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების ხელახლა ჩატარება?

განახლებულ პეკინის გამზირზე, ბუკიას ბაღის მიმდებარედ, ტროტუარი გადათხრილია, რის მიზეზადაც თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში პანდუსების მოწყობას ასახელებენ.

"პეკინის გამზირის რეაბილიტაციის პროცესში დაგეგმილი იყო სამი პანდუსის მოწყობა, ახლა სწორედ ერთ–ერთზე მუშაობენ. პანდუსი მეტროსადგური "ტექნიკური უნივერსიტეტის" წინ მდებარე გადასასვლელზე, ორივე მხარეს მოეწყობა," – აღნიშნეს კეთილმოწყობის სამსახურში.

კიდევ ორი პანდუსი მოეწყობა მიროტაძისა და ბულაჩაურის ქუჩასთან. მერიაში განმარტავენ, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორშაბათამდე დასრულდება.


ვიდეო: ნარიტა ჩხაიძე

ტექსტი: მარიამ მენაბდიშვილი