loader

ქობულეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კომენტარები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქობულეთის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კომენტარები ადგილიდან

ქობულეთის ცენტრში დაჭრილი ახალგაზრდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოპერაცია მას გუშინ ღამით ჩაუტარდა. ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

თვითმხილველების თქმით, თამარ მეფის ქუჩაზე შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, თუმცა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. გუშინვე დაიწყო თვითმხილველების გამოკითხვა. საქმეზე დაკავებული არავინაა.