loader

სექსუალური მომსახურება საკონცენტრაციო ბანაკებში - როგორ გადაურჩა 200 ტყვე ქალი სიკვდილს მეორე მსოფლიო ომის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სექსუალური მომსახურება საკონცენტრაციო ბანაკებში - როგორ გადაურჩა 200 ტყვე ქალი სიკვდილს მეორე მსოფლიო ომის დროს

"საროსკიპო საკონცენტრაციო ბანაკში" - 460 გვერდზე მკვლევარი რობერტ სომერი აღწერს და იკვლევს მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში საროსკიპოების გაჩენის ისტორიას, მუშაობის სტრუქტურასა და სოციალურ როლს. სომერის თქმით, პროსტიტუციისგან მიღებული შემოსავალი მესამე რაიხის ანგარიშზე ირიცხებოდა.

საროსკიპო სახლები ზასენჰაუსში, დაჰაუში, აუშვიცში, ბუჰენვალდში, დორა-მიტელბაუში, რეივენსბურგში, მაუთჰაუზენსა და ბერგენ ბელზენში მდებარეობდა. ყველაზე დიდი საროსკიპო სახლი ოსვენციმში იყო. საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებს ოცი გოგო ემსახურებოდა. იყო ბანაკები, სადაც ერთ სექსმუშაკზე 300-500 კაცი მოდიოდა. საერთო ჯამში, 1942 წლიდან 1945 წლამდე სექსუალური მომსახურება ტყვეებს 200-მა ქალმა გაუწია.

აღსანიშნავია, რომ ებრაელებს, როგორც სექსუალური მომსახურების მიღება, ასევე, სექსუალური მომსახურების გაწევა ეკრძალებოდათ.


ავტორი: ეკა მელიქიძე