loader

სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფოს დაჭრილები გამოჰყავს - ბოლო კადრები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაციის ადგილიდან სასწრაფოს დაჭრილები გამოჰყავს - ბოლო კადრები ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან, სადაც სპეცოპერაცია გრძელდება, სასწრაფო დახმარების სამი მანქანა გავიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანებში შესაძლოა, რამდენიმე დაჭრილი პირი იყოს მოთავსებული. ინფორმაციის გადამოწმება ოფიციალურ უწყებებში ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

შემთხვევის ადგილზე ვითარება კვლავ უცვლელია. პერიოდულად სპეცოპერაციის ადგილზე ისმის ინტენსიური სროლის და აფეთქებების ხმა.

ერთ-ერთ ბინაში კვლავ გრძელდება გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები.


ავტორი: თორნიკე კოშკაძე