loader

"ვიცი რომ პატრულირებდნენ" - როდის გამოჩნდნენ პირველად სამართალდამცველები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცი რომ პატრულირებდნენ" - როდის გამოჩნდნენ პირველად სამართალდამცველები გაბრიელ სალოსის ქუჩაზე?

მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცველები დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ამ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გამოჩნდნენ, თუმცა მათთვის უცნობი იყო რა მიზნით.

იმ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სადარბაზო, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, მოსახლეობისგან ამ დრომდე ცარიელია. ამ სადარბაზოში მცხოვრებლები კორპუსის ეზოში იმყოფებიან და სამართალდამცველების ნებართვას ელოდებიან.

მეზობლების ინფორმაციით, ბინა, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცზე იყო გაქირავებული.


ავტორი: ნარიტა ჩხაიძე