loader

თბილისის 2 უბანი, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადი უძვირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის 2 უბანი, სადაც მოსახლეობას ბუნებრივი აირის გადასახადი უძვირდება

ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივ აირზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება. კომპანია "ვარკეთილაირის" 14 500 და შპს "დიდი დიღმის" 11 000 აბონენტი ახალ ტარიფზე 2018 წლის იანვრიდან გადავა. დედაქალაქს ბუნებრივი აირით, ძირითადად, "ყაზტრანსგაზ თბილისი" ამარაგებს.

გამონაკლისია გარეუბნების მცირე ნაწილი, სადაც წლების წინ ეს ფუნქცია ოთხ პატარა კომპანიას გადაეცა. 2013 წლიდან ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის შემცირება სუბსიდირების გზით გადაწყვიტა. 2017 წლის ზაფხულში კი სახელმწიფო დაფინანსება შეწყდა. სემეკ-ის გადაწყვეტილებით, "ყაზტრანსგაზ თბილისს" ზღვრული ტარიფი 46 თეთრამდე შეუმცირა, პატარა კომპანიებს კი იგივე, 50 თეთრ-ნახევარი დაუტოვა. სწორედ ამ ფაქტით ხსნიან წვრილი კომპანიები ერთ არეალში მცხოვრები მოსახლეობის არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩენას.