loader

"ისეთი პოსტები ქონდა, შეიძლება თამაშთან იყოს დაკავშირებული" - რას ყვებიან გაუჩინარებული 17 წლის ბიჭის მამა და ბიძაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთი პოსტები ქონდა, შეიძლება თამაშთან იყოს დაკავშირებული" - რას ყვებიან გაუჩინარებული 17 წლის ბიჭის მამა და ბიძაშვილი?

ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის ბიჭის გაუჩინარებას ინტერნეტ თამაშს უკავშირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაუჩინარებული ბიჭის დამ, თეონა დოლიძემ განუცხადა, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, "თუმცა იქამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს".

თეონა დოლიძის თქმით, არასრულწლოვანი ძმის გაუჩინარების შესახებ ქობულეთის პოლიციის განყოფილებას და აჭარის პროკურატურას გუშინვე შეატყობინეს.