loader

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა ეკარგებათ, რის გამოც, მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ძალა ეკარგებათ, რის გამოც, მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მომსახურების სააგენტო დეკემბრის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. ეს გადაწყვეტილება მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო იქნა მიღებული.

მომსახურების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა იზრდება. 9 დეკემბრიდან მომსახურების სააგენტოს რუსთავისა და თბილისის ფილიალები იმუშავებენ ყოველდღე 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო 11 დეკემბრიდან რეგიონების ფილიალები, ასევე, გადავლენ საგანგებო რეჟიმზე და მოქალაქეებს მოემსახურებიან შაბათს 09:30 საათიდან 22:00 საათამდე, ხოლო კვირას - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.