loader

ფსიქიატრი: "როგორც კი გააცნობიერებენ, რომ მათი ოჯახის წევრი ფსიქიკურად დაავადებულია, ფაქტობრივად, ეს ადამიანი აღარავის სჭირდება" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფსიქიატრი: "როგორც კი გააცნობიერებენ, რომ მათი ოჯახის წევრი ფსიქიკურად დაავადებულია, ფაქტობრივად, ეს ადამიანი აღარავის სჭირდება"

კახა ყიფიანი 35 წელია ფსიქიატრია (შპს "ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის" დირექტორის მოადგილეა სამკურნალო დარგში) და სულიერად დაავადებულ ადამიანებს ეხმარება. ამბობს, რომ მისი საქმიანობა დაწესებულების კედლებში სრულდება და მის ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ჰქონია შემთხვევები, როცა ახლობელ ადამიანებსაც დასჭირვებიათ მისი პროფესიული დახმარება. რთული იყო, მაგრამ ყოველთვის ახსოვდა, რომ ასეთ შემთხვევებში ის ექიმია. კახა ყიფიანი საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ფსიქიატრიული საქმინობით იყო დაკავებული და ახლა ფიქრობს, რომ სულიერად დაავადებული ადამიანების მიმართ ძალიან ბევრი რამ არის შეცვლილი, მათ შორის, ახლობლების პაციენტების მიმართ დამოკიდებულება.

ავტორი: მარიამო ლორთქიფანიძე