loader

ფოთში მე-9 კლასის მოსწავლემ გაკვეთილების დაწყებამდე ვენების გადაჭრა სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოთში მე-9 კლასის მოსწავლემ გაკვეთილების დაწყებამდე ვენების გადაჭრა სცადა

ფოთის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ გაკვეთილების დაწყებამდე ვენების გადაჭრა სცადა. გოგონა საპირფარეშოში შევიდა და თვითდაზიანებები მიიყენა. თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ მანდატურს დახმარება თავად მოზარდმა სთხოვა. ფოთის სკოლაში სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ბავშვი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სუიციდის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტი გახდა. სკოლის დირექტორი ჰყვება, რომ მოსწავლეს ინციდენტის შემდეგ გაესაუბრა და მან ვენების გადაჭრის მცდელობის მიზეზად მამასთან კონფლიქტი დაასახელა.

გოგონას დედა ადასტურებს, რომ თვითდაზიანებების მიყენებამდე მის ქალიშვილის ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა.