loader

ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 4 რეისი გაუქმდა

ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდა. უამინდობის გამო 4 რეისი გაუქმდა, ხოლო 2 შეფერხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, ამინდი დილიდან გაუმჯობესდა და აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა.

"ძლიერი ნისლის გამო ფრენები ვერ შესრულდა ვარშავის, მიუნხენის და სტამბოლის ორივე აეროპორტის მიმართულებით. მოსკოვიდან და სტამბოლის გოგჩენის აეროპორტიდან გამოფრენილი რეისები კი ჯერ სხვა აეროპორტში დაჯდა და როგორც კი აღდგა ფრენები, თბილისის მიმართულებით გამოფრინდნენ. აეროპორტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში აღადგინა", - განაცხადეს თბილისის აეროპორტში.